მანანა მენაბდე ზურაბ ჯაფარიძეს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

მუსიკოსი მანანა მენაბდე ზურაბ ჯაფარიძეს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ჯაფარიძეს საარჩევნო კლიპისთვის მუსიკოსის მიერ შესრულებული სიმღერის გამოყენება შესაძლოა 15 000 ლარზე მეტი დაუჯდეს.

„გამოყენებულია ისე, რომ მე არ ვიცოდი. ამას ჰქონდა პოლიტიკური სარჩული, რაც მე არ მომეწონა“, – აცხადებს მანანა მენაბდე.

მუსიკოსის უფლებებს საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA იცავს.

„სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მას აეკრძალება მანანა მენაბდის საავტორო უფლების საჯაროდ განთავსება პირად და პარტიის Facebook-გვერდზე და ასევე დაეკისრება ჯარიმა საავტორო ჰონორარის 15 ლარის ოდენობით“, – აცხადებს GERA-ს იურისტი ლადო რაფავა.

„გირჩში” ამბობენ , რომ  ისინი თავისი იდეოლოგიით ინტელექტუალურ საკუთრებას არ ცნობენ და თანხის გადახდას არ აპირებენ.

„გირჩი“ თავისი იდეოლოგიით ინტელექტუალურ საკუთრებას არ ცნობს. სერიოზულად რომ გითხრათ, მე თვითონაც არ ვაპირებ არც Pink Floyd-ს გადავუხადო თანხა, არც დევიდ ბოუის და არც მაგ ქალბატონს“ – აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები