კომპანიის ყოფილი მენეჯერი: “Facebook” -ი აზიანებს ბავშვებს, ზრდის საზოგადოების დაყოფის რისკს და ზიანს აყენებს დემოკრატიას
Facebook-ის პროდუქტის ყოფილი მენეჯერი ფრენსის ჰოგენი აშშ-ის სენატში სიტყვით გამოვიდა და კომპანიის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.
„Facebook აზიანებს ბავშვებს, ზრდის საზოგადოების დაყოფის რისკს და ზიანს აყენებს დემოკრატიას.
ისინი უზარმაზარ მოგებას ხალხის ინტერესებზე წინ აყენებენ. მოდით განვმარტოთ: ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ დღეს აქ ვართ იმის გამო, რომ Facebook- მა ეს არჩევანი მიზანმიმართულად გააკეთა. Facebook შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ეს თავისთავად არ მოხდება. მე მჯერა რომ დრო კიდევ არის და ახლა უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა მან.
ჰოგენმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიაში ხშირად იყო გასაკეთებელი არჩევანი უსაფრთხოებასა და სარგებელს შორის და Facebook-ის მმართველები ყოველთვის ფინანსურ სარგებელს ამჯობინებდნენ.