ლუგანსკის თვითაღიარებულ ე.წ. რესპუბლიკაში სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეა აღძრული
ლუგანსკის თვითაღიარებულ ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ე.წ. გენპროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ეხება 2014 წელს კიევში მაიდანზე სამართალდამცველების მკვლელობაში შესაძლო, კავშირს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პასპორტის მიხედვით, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, ასევე ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობისთვის, ჩადენილი წინასწარი შეთქმულებით ადამიანთა ჯგუფის მიერ პოლიტიკური და იდეოლოგიური მტრობის საფუძველზე“.
ე.წ. გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ 2013 წლის ბოლოს სააკაშვილის მიწვევით, კიევში საქართველოდან სნაიპერთა ჯგუფი ჩავიდა, ისინი, 2014 წლის თებერვლის ბოლოს მომიტინგეებს და ძალოვანებს ესროდნენ დამოუკიდებლობის მოედანზე კიევში.