ადვოკატი: ციხემ პროკურატურიდან მოთხოვნა მიიღო, რომ სააკაშვილს ზარის განხორციელების უფლება არ მიეცეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ციხემ პროკურატურიდან მოთხოვნა მიიღო, რომ მიხეილ სააკაშვილს ზარის განხორციელების უფლება არ მიეცეს.
“ჩვენ გუშინვე უკვე მოვითხოვეთ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესის ჩანიშვნა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნით და იქიდან მივიღეთ პასუხი, რომ იცით რა, ჩვენ ვადები არ გვაქვს და 10 ნოემბერს ჩავატარებთ პროცესს, 1 თვის თავზე. ასევე, “პიჯაკების საქმეზე” მოვითხოვეთ პროცესის ჩანიშვნა და ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ ერთიან კონტექსტში. დღეს ციხემ მიიღო პროკურატურიდან მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება, არ მიეცეს შესაძლებლობა პირდაპირ ჟურნალისტებს ჩაერთოს, ახლობლებს დაურეკოს”, – აცხადებს ბექა ბასილაია.