შალვა პაპუაშვილი – „მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში თამარ ჟვანიას და გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ არ გამოუცხადეთ ნდობა”

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციას ორგანიზებულად ჩატარებული არჩევნებისთვის. მისი განცხადებით, ამ არჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის და მისი ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიმართ გამოთქმული ბრალდებები იყო ფარსი და ტყუილი, რისთვისაც მან მოუწოდა ოპოზიციას, ბოდიში მოიხადოს.

„2020 წელს თამარ ჟვანიას მიმართ ისმოდა ისეთი ბრალდებები, პირადი, პოლიტიკური, სამართლებრივი, ყველანაირი. მაშინაც ვამბობდი, რომ ბოდიში მოეხადათ ქალბატონი თამარ ჟვანიასთვის. ამ არჩევნებით დადასტურდა ერთი რამ – გარდა იმისა, რომ მანამდეც საგამოძიებო კომისიის სხვა ფაქტებით დადასტურებული იყო, რომ ყველა ბრალდება მის მიმართ იყო ფარსი და ტყუილი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მაშინ არც კი დაიცვეს თამარ ჟვანია და მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ ქალბატონი თამარის ბრალმდებელი იყო, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ქალბატონ თამარ ჟვანიას და ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ არ გამოუცხადეთ ნდობა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები