ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილის დაჭერაზე: 9 წლის თავზე, როგორც იქნა, აღსრულდა კანონი და აღსრულდა სამართლიანობა

“როგორც იქნა, კანონი აღსრულდა”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„9 წლის თავზე, როგორც იქნა, აღსრულდა კანონი, აღსრულდა სამართლიანობა და ადამიანი, რომელიც ბრალდებულია უამრავ დანაშაულში, დღეს დამსახურებულად იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაჭერასთან დაკავშირებით საუბრისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები