მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ
მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.
რესტორნების მუშაობა 22:00 საათამდე იყო დაშვებული.