გიორგი გახარია: ამომრჩევლებს არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ, რომელიმეს – “ნაცმოძრაობას” ან “ქართულ ოცნებას” დაუჭირონ მხარი
პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერენ.
„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი ძალაუფლების კონფენტრაციის და ის არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭიროს მხარი. თვითონ ფაქტმა, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, მიანიშნა, რომ უარი უთხრეს რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.