ვინ არის სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი და რა კავშირი აქვთ ელგუჯა ცომაიასთან

მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული 2 პირი მამა-შვილი – შალვა და ზურაბ წოწორიები არიან, რომლებსაც, როგორც ირკვევა, ნათესაური კავშირი აქვთ ამავე საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან.

წოწორიების ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე შეხებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც დაკავებულის მეუღლე, ვერიკო წოწორია ამბობს, მამა-შვილს არასდროს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია სააკაშვილთან და არც პირადად იცნობენ მას.

როგორც ვერიკო წოწორია ფიქრობს,  გამოძიება იმის გამო დაინტერესდა მათი ოჯახით, რომ მამა-შვილი ფოთის პორტში მუშაობს და ახლო ნათესაური კავშირი აქვთ დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან. ოჯახს ობიექტური გამოძიების იმედი აქვს.

შალვა და ზურაბ წოწორიები 3 ოქტომბერს საკუთარი სახლში დააკავეს და ცოტა ხნის წინ ბრალიც წარუდგინეს.
ელგუჯა ცომაიას კი, რომლის ბინასაც მიხეილ სააკაშვილი აფარებდა თავს, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები