ბექა ბასილაია: ელგუჯა ცომაია, კაცი – რომელმაც სააკაშვილი შეიფარა, არის პატრიოტი
ელგუჯა ცომაიას, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სანზონაში ბინა დაუთმო, ბრალი უკვე წარუდგინეს.
ელგუჯა ცომაიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლამდე პატიმრობა ელის.
მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია ბრალდებას “აბსურდულს” უწოდებს.
“ეს არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური აფილაცია არ აქვს. ეს არის აბსურდული ბრალი. დანაშაულის დაფარვა არ გულისხმობს ძებნილი პირის საკუთარ სახლში შეფარებას. ეს მუხლი არ არსებობს, ძებნილი პირის შეფარება დასჯადი არ არის. რაც შეეხება საზღვრის საკითხს, დღეს ეს საკითხი არ იხილება, თუმცა პროკურატურის ფანტაზიას და პროკურატურის მიერ ამ აღვირახსნილი დევნის წარმოების პროცესს, შეიძლება, დასასრულიც არ ჰქონდეს”, – აცხადებს ადვოკატი.