გადაკვეთა თუ არა სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი არალეგალურად – დაწყებულია გამოძიება

ოდესაში, მიხეილ სააკშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოცემა “ცენზორ”-ის მთავარმა რედაქტორმა, იური ბუტუსოვმა დაწერა.

მისი თქმით, სააკაშვილმა შესაძლოა, საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს შეეძლო ქვეყნის დატოვება გემით, რომელიც ჩერნომორსკიდან ბათუმში ჩავიდა, სატვირთო ტრანსპორტში დამალვით.

“ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო სასაზღვარო სამსახურმა დაიწყო გამოძიება უკრაინიდან სააკაშვილის გასვლის ფაქტზე. თურმე, სასაზღვრო ბაზაში არ არის ინფორმაცია მის მიერ მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ. გემების გასვლის წესი კი ძალიან მკაცრია, მანქანებს სკანერით ამოწმებენ”, – წერს ჟურნალისტი.

ბუტუსოვი ამბობს, რომ “შესაძლოა, ამ მიზეზით ან სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ ოდესის სასაზღვრო სამსახურის უფროსი გამოძიების დასრულებამდე, მოვალეობის შესრულებიდან მოხსნეს. უკრაინას მოუწევს, საქართველოს მთავრობას ოფიციალურად აუხსნას, როგორ შეძლებდა სააკაშვილი მათ ტერიტორიაზე მოხვედრას, უკრაინელი მესაზღვრეების გვერდის ავლით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები