პროკურორი: სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს – ამის შესახებ პროკურორი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს.
“დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობს მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, – აცხადებს პროკურორი, ლევან ვეფხვაძე.