მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან
რუსთავის ციხეში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მისი უფლებადამცველები მივიდნენ.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უფლებადამცველებს არასამუშაო საათების გამო სააკაშვილთან შესვლის უფლება აქამდე არ მისცა.
„სამწუხაროდ, სასაჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილი პარასკევიდან მოგვენახულებინა. დღეს გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ მას. ვფიქრობ, ეს არ იყო სტანდარტული შემთხვევა, როდესაც სამუშაო საათების არარსებობის გამო უარი უნდა ეთქვათ ადვოკატებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე, ვინაიდან ის დააკავეს სწორედ არასამუშაო საათებში და მისი დაცვის უფლება დაირღვა იმით, რომ არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.