საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 038 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 626 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  617 753-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.92%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 292 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 589 791.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები