სააკაშვილმა საკანში ტელევიზორის არქონის გამო, არჩევნების წინასწარი შედეგები არ იცის
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს, არჩევნების წინასწარი შედეგები არ იცის.
როგორც რუსთავის ციხესთან მყოფი მისი თანაგუნდელები აცხადებენ, სააკაშვილს საკანში ტელევიზორი არ აქვს.
მათივე ინფორმაციით, საპატიმროში მყოფებს დაკავებიდან 48 საათის შემდეგ აქვთ უფლება საკანში ტელევიზორი მოითხოვონ.