ბრიტანეთის ელჩი იმედოვნებს, რომ სააკაშვილის პროცესი სამართლიანად წარიმართება

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სამართლიანად წარიმართება, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

„ვიმედოვნებ, სასამართლო პროცესი წარიმართება თავისუფლად და სამართლიანად, კანონის უზენაესობისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები