სააკაშვილის “ექსტრადიცია” შესაძლოა, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა მოითხოვოს
ე.წ. სამხრეთ ოსეთს აქვს უფლება მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის “ექსტრადიცია”, სადაც მას მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტირი მედოევმა განაცხადა.
”მე ვგულისხმობ 2004 და 2008 წლების დანაშაულებებს, გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციის თანახმად, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 9 დეკემბერს მიიღო,” – თქვა ე.წ. მინისტრმა.
მედოევმა ხაზი გაუსვა, რომ “სააკაშვილს სამხრეთ ოსეთში სამართლიანი სასამართლო ელოდება და გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი”.