მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში
“სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება.
მისივე თქმით, ელჩის განცხადება არ მოუსმენია.
„არ მომისმენია, მაგრამ სავარაუდოდ, მიმდინარე საქმეებზე საუბრობს ალბათ, საზღვრის კვეთაზე, ორი თუ სამი საქმეა კიდევ, სადაც ბუნებრივია მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანად. ამის უფლება ყველას აქვს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, რაც არ უნდა ცუდი და ბინძური წარსული ჰქონდეს მას, სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში. მართლმსაჯულება უკვე აღსრულებულია და ეს ადამიანი უკვე სასჯელს იხდის გუშინდელი დღიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.