სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მისი ქვეყანაში შემოსვლის მომენტიდან ჰქონდათ.
მისი თქმით, სწორედ ამ ინფორმაციამ განაპირობა, რომ ყველაფერი ანიოტაჟის გარეშე ჩატღდა.
„რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა“, – განაცხადა ლილუაშვილმა „ტვ პირველთან“.
რაც შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს, ლილუაშვილის თქმით, სუს-ი უსმენს კანონიერად და მას, ვინც საჭიროა.
„სუს-ი კანონიერად უსმენს მას, ვინც ითვლება, რომ უნდა მოისმინოს. რა გამოვიდა და რა არა, ეს თქვენ არ იცით, მიდის გამოძიება, ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.