ამირან სალუქვაძე: სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს
“გუშინ ჭუტავიზია მთელი ღამე “მელაძის შაბათის” რეჟიმში მუშაობდა. თუკი რაიმე ტოქსიკური ჰქონდათ ორგანიზმში, ყველაფერმა ერთიანად გამოაყარათ”,- ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.
“გუშინ ჭუტავიზია მთელი ღამე “მელაძის შაბათის” რეჟიმში მუშაობდა. თუკი რაიმე ტოქსიკური ჰქონდათ ორგანიზმში, ყველაფერმა ერთიანად გამოაყარათ. წამყვანები ლამის საცვლებიდან ხტებოდნენ.
ვერ არევთ ქვეყანას და ვერც არჩევანს გააკეთებინებთ ხალხს თქვენს ჭკუაზე.
მედიებადწოდებულებს გუშინ ერთი სიუჟეტი არ გაუკეთრბიათ, რა საქმეებზეა გასამართლებული სააკაშვილი. ბიძინა ჰყავდათ სამიზნედ. ბიძინაობა იყო და აბა რა ექნათ?!
ამათ რომ ჰკითხო, თავს კრიტიკულ მედიას უწოდებენ.
არავის პატიმრობა მიხარია. ასე ვართ აღზრდილები. მაგრამ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს. ეს ოთხი საქმე მიზერია იმასთან შედარებით, რაშიც მას ბრალი მიუძღვის.
მით უმეტეს არ მიხარია მისი პირველი ცოლის ოჯახური ტრაგედია. ამავე დროს მას ერთხელაც არ უგრძვნია რა უბედურება მოუტანა მისმა ოჯახმა ერს, ზედმეტად გაპიარებულ სიკეთეებთან ერთად.
როგორც ჩვევიათ ხოლმე ტოქსიკურ მედიებს, შვილის დაპატიმრება დედას სატელევიზიო ეთერში გაკეთებული ზარის მეშვეობით შეატყობინეს. გული რომ გასკდომოდა, მთავრობას დააბრალებდნენ.
დასავლეთის რეაქციას ხედავთ: ზოგი სააკაშვილის ქცევას უარყოფითად აფასებს, ზოგი მას წარსულად მიიჩნევს, ზოგი უბრალოდ უფლებების დაცვას ითხოვს.
ერთადერთი, ჟირონოვსკი იმუქრება მის გასათავისუფლებლად ყველაფერს გავაკეთებთო.
შეწყალების თემა წინმსწრებად შემოაგდეს. ორი დღის წინ დავწერე, რომ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით პრეზიდენტი ვერც გაბედავს და არც იკადრებს მის შეწყალებას მეთქი. ან რა ნამუსით საუბრობთ, წლებია მოაღალატეს უწოდებთ და როგორც პრეზიდენტს, არ სცნობთ?!
ევროპამ გააფრთხილა არ ჩახვიდე, ახალი მომრიგრბლობის არც სურვილი გვაქვს, არც რესურსიო. ეს იმ სიტუაციაში, კანონიერად რომ შემოსულიყო ქვეყანაში. საღვრის უკანონო დარღვევით ყველანაირი მხარდაჭერის გზა მოუჭრა ყველას.
საერთოდ, გარდა ძველი დანაშაულებისა, როცა ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი საზღვარს არღვრვს, ამას მხოლოდ დაფანატებული ვერ მიხვდება რამდენად ამორალური და მძიმე დანაშაულია.
თავად შიმშილი დაუწყია. ალბათ რაციონი არ მოსწონს?! ისე, გაიხსენოს, მის ციხეში შიმშილის კი არა, უნებართოდ ხმის ამოღების გამო რას უშვებოდნენ პატიმრებს?!
სირცხვილია, ქვეყნის სირცხვილი, როცა ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი, ყოფილი მინისტრები საბრალდებო სკამზე ან ციხეში ხვდებიან.
ამხელა პატივი როცა გერგება წილად, რომ ქვეყანას ემსახურო უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე და ამ ბედნიერებას ასე ბოროტად რომ გამოიყენებ.
ცალკე თემაა, რომ გუშინ ჯერ თავად შეეცადა სახელმწიფოს რეპუტაცია შეელახა, მერე მთელი მისი მომხრეები, მედიების ჩათვლით, ხატავდნენ სურათს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.
ასეთ ხალხს პატრიოტიზმზე აქვთ პრეტენზია.
ისიც ხომ ფაქტია, რომ ექს-პრეზიდენტის დაკავებით მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის გუშინ სამართალმა პური ჭამა?! რატომ?
ეჭვი მეპარება მათ რაიმე გაიაზრონ”,- წერს სალუქვაძე.