გიორგი უდესიანის მიერ სამართალდამცველების მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი უდესიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე მუქარის წერილი გამოაქვეყნა. უდესიანი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა დაემუქრა, სახელის და გვარების გამჟღავნება მოსთხოვა და დაწერა, რომ მათ კარგი დღე არ დაადგებათ – „დადევით თქვენი სახელ-გვარები! თქვენ დღე გელოდებათ ავს და მტერს!!ჩათვალეთ ეს გაფრთხილეებაა!“.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მუქარასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები