“ნაცმოძრაობის” წევრები პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ” – ფოთში მე-3 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო

ფოთში მე-3 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საარჩევნო უბანთან ხალხი მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ატარებს, რისი უფლებაც კანონით 100 მეტრის რადიუსში ეკრძალებათ. მათივე თქმით, შენიშნვა მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ენმ-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ცდილობს.
„ხელისუფლება, საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს ყველა უბანზე და არ ერიდება არაფერს. სხვა შანსი არაფრის არა აქვს ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ გააყალბოს არჩევნები“, – განაცხადა ,,ნაცმოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ.

საპირისპიროს ამტკიცებენ ბრალდების ადრესატები. მათი თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პროვაკაციის მოწყობას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები