ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განაცხადა.
მისივე თქმით, თითქმის ყველა უბანზე კენჭისყრის პროცესი დაწყებულია.
„67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებობს 108 და პლუს ერთი კოვიდ უბანი. კოვიდ უბანი ემსახურება სტაციონარში და თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ემსახურება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. 07:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ფიქსირდება მშვიდობიანი საარჩევნო გარემო. ჩატარდა 07:00-დან 08:00 საათამდე ჩასატარებელი წილისყრის პროცედურები“,- განაცხადა მირანდა მესხმა.
ზუგდიდში სულ 109 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან ერთი კოვიდ უბანია. 67-ე ოლქში სულ 119 849 ამომრჩეველია რეგისტრირებული.