შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით.
„საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.