ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებად რუსთავის ციხეში შევიდა

რუსთავის ციხეში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.

ლომჯარიამ ციხეში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ  დაინტერესდება მისი, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობით.

„ალბათ, თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა და ბევრი კითხვები გაქვთ. ჩემი მანდატიდან გამომდინარე შემიძლია ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ინფორმაციას. დაკავებულები თავად საუბრობენ ხოლმე ჩვენთან, რა მდგომარეობაში არიან, სჭირდებათ თუ არა რაიმე დახმარება მათ შორის პირველადი, სამედიცინო, როგორი იყო დაკავების დროს მოპყრობა და ა.შ. ამ ინფორმაციას ვკითხავ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მქონდა კომუნიკაცია და დამიდასტურეს, რომ აქ იმყოფება. მე მასთან არ მექნება პოლიტიკური შეკითხვები, თუ მას ექნება რაიმეს თქმის სურვილი, მოვუსმენ. ადვოკატებთან კომუნიკაცია არ მქონია და როგორც წესი შაბათ-კვირას არ ხდება ხოლმე ადვიკატების შესვლა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მოხდება გამონაკლისი”, – აღნიშნა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები