ეკა ხერხეულიძე: უკვე მეოთხე დღეა მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკვე 4 დღეა საქართველოში იმყოფება.

„ხელისუფლებამ დღეს აჩვენა უსუსურობა. ადამიანს ეძებდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამტკიცებდნენ, რომ აქ არ იყო. ჯიუტად ვეუბნებოდით, რომ აქ იყო, ვიცოდი რომ აქ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათდა გასაოცრად სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში. ძალიან ახლოს, კანცელარიასთან იყო გუშინ.

დღეს არ არის პირველი დღე, რომ სააკაშვილი თბილისშია. უკვე მეოთხე დღეა ის საქართველოშია. ამის შესახებ ცნობა ამ ჩამოშლილ ხელისუფლებას არ ჰქონია. ამიტომ ეს გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. ეს დროებითი ფაქტია. ამის შესახებ იცოდა. გვისაუბრია. მიმართვაც გვქონდა გამზადებული. ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლის გზა. ეს გააკეთა შეგნებულად, რადგან ის თვლის, რომ ხვალ რეფერენდუმია და არა რიგითი არჩევნები და თუ რეფერენდუმია არცერთ ქართველს არ აქვს უფლება, ფარგლებს გარედან უყუროს საქართველოში რა მოხდება“,- განაცხადა ხერხეულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები