“ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რაც ზრდის ორნიშნა 12-პროცენტიან რიცხვშია ასახული, მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებმაც უზრუნველყო” – გიორგი ცუცქირიძე

“ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რაც ზრდის ორნიშნა 12-პროცენტიან რიცხვშია ასახული, მთავრობის ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებმა უზრუნველყო, რომლის მყარ ბაზისადაც გასულ .წლებში ადგილობრივი წარმოებისა და, პირველ ყოვლისა, ექსპორტის მხარდამჭერი პროგრამები უნდა გამოიყოს. ამის ნათელ დადასტურებადაც გუშინ გამართული პრეზენტაციაც გამოდგება. სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტების ნუსხა მართლა შთმბეჭდავად გამოიყურება,” – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ.

როგორც სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“, ისე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 52,831 ახალი სამუშაო ადგილი. ცალკე აღებულმა მარტო სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის წყალობით, სესხის პროცენტის სუბსიდირებით და ბანკებში თანაუზრუნველყოფით ამ წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა 833 პროექტს – სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით, 1,8 მლრდ ლარის ჯამური ინვესტიცია იქნა მოზიდული და 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ სოფლის განვითარების სააგენტოს ეგიდით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში დაფინანსდა 856 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირებისთვის, ინდმეწარმეებისთვის მხარდაჭერას. საუბარია მცირე ფერმერულ მეურნეობებზე, ბაღების გაშენებაზე, სამაცივრე მეურნეობებზე და ა.შ. მხოლოდ ამ კომპონენტში, 444 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თითქმის 13 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ექსპერტის შეფასებით, ამ პროექტებმა პასუხი გასცა ოპონენტების კრიტიკას მათ ნაკლებ ეფექტურობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოც. მისი თქმით, პროექტების თანადაფინანსებისას გაღებულ ერთ ლარს უკან ბიუჯეტში მოაქვს დაახლოებით 5 ლარის ანუ ხუთჯერ მეტი გადასახადები შედის ბიუჯეტში და 16 ლარის,ხანუ 16-ჯერ მეტი კერძო ინვესტიცია იდება ეკონომიკაში, რის შედეგადაც ქვეყნის მშპ  იზრდება 8.7 ლარით, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების სარგებლიანობაზე.
პროგრამების შთამბეჭდავი შედეგების ნახვა კი უკვე შესაძლებელია ბენეფიციარების რუკაზე, რომელიც დღეიდან განთავსებულია სამთავრობო საიტზე – www.programs.gov.ge, სადაც წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ პროგრამებზე, ბიზნესმიმართულებებზე, ბენეფიციარებსა და დასაქმებულთა რაოდენობაზე.
„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამების პოტენციურ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ, მიიღონ სრული ინფორმაცია და ჩაერთონ რომელიმე მათგანში, დაიწყონ ან გააფართოვონ წარმოება ან ფერმერული მეურნეობა და, რაც მთავარია, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მთავრობასთან ერთად ეკონომიკის განვითარებაში. უახლოეს წლებში ადგილობრივი ექსპორტის ზრდაზე, განსაკუთრებით – დივერსიფიკაციასა და იმპორტის ჩანაცვლებაზე, მხოლოდ დადებითად აისახება მთავრობის ახალი, ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პროგრამა, რაც კერძო სექტორთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით უახლოეს სამ წელიწადში 2 მილიარდ ნახევარს დახარჯავს, ათასზე მეტი საწარმოს დასაფინანსებლად, რაც, ეკონომიკურ ზრდაზე დადებით ზეგავლენასთან ერთად, დამატებით ათასობით სამუშაო ადგილსაც შექმნის,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები