ერეკლე ღვინიანიძემ თანამშრომლებს ბიუროს დღე მიულოცა
“აღმასრულებლებმა, აღსრულების პოლიციამ და, ზოგადად, აღსრულების ეროვნული ბიუროს გუნდმა დღეს კიდევ უფრო ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ, რომ სააღსრულებო სისტემა ქვეყანაში მაქსიმალურად სწრაფი, მომხმარებელზე ორიენტირებული და გამჭვირვალე იყოს“, – ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ერეკლე ღვინიანიძემ ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შექმნიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 1-ელ ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ,ცონლაინ პლატფორმის საშუალებით, თანამშრომლებს მიულოცა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის 50 თანამშრომელს პირად საქმეში მადლობა გამოუცხადა.
ბიუროს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა უწყების მიღწევებსა და უკვე დანერგილი სერვისების ეფექტურობას. საუბარი შეეხო დაგეგმილ რეფორმებსა და სერვისების განვითარების კუთხით მიმდინარე ცვლილებებს.