შალვა პაპუაშვილი: არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა, ტრადიციულად, სპეკულაციის საგნად რომ არ იქცეს, სტატისტიკა დავიმახსოვროთ

“არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა, ტრადიციულად, სპეკულაციის საგნად რომ არ იქცეს, ეს სტატისტიკა დავიმახსოვროთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა, ტრადიციულად, სპეკულაციის საგნად რომ არ იქცეს, ეს სტატისტიკა დავიმახსოვროთ. საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086 პროფესიული წევრიდან 29 060 წევრი (ანუ 99,9%) ოპოზიციის მონაწილეობით იქნა არჩეული (ამასთან, 88,46%-ს მინიმუმ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა მხარი). 29 086-დან ასარჩევად საჭირო მინიმალური კვორუმით – 9 ხმით, როცა პარტიული წევრებიდან მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ხმა, არჩეულია მხოლოდ 26 წევრი (ანუ 0,089%)”, – წერს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები