“ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
“საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობას ვუხდი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიებს. პანდემიის მიუხედავად, ისინი 2 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.