სახელმწიფო დაცვის სამსახურს თემურ მღებრიშვილი უხელმძღვანელებს

   სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს თემურ მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც “კვირას “ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თემურ მღებრიშვილი დღეს წარადგინა. თემურ მღებრიშვილმა ამ თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძე შეცვალა, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრს 22 იანვარს მიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანზორ ჩუბინიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე თემურ მღებრიშვილი მუშაობდა შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორად. მას გააჩნია აღნიშნულ სტრუქტურაში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 18- წლიანი გამოცდილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები