ნინო ლომჯარია: დაძაბული პოლიტიკური ფონია, არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯი, რამაც შეიძლება, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს

“ძალიან დაძაბული პოლიტიკური ფონია, არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რამაც შეიძლება, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ არჩევნებზე ყველა პოლიტიკური ძალა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით იმოქმედებს.

„ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. არის ძალიან დაძაბული და დაპირისპირებული პოლიტიკური ფონი, ძალიან მაღალია ალბათობა მოქალაქეებს შორის ფიზიკური თუ სხვა ტიპის დაპირისპირების. ამიტომ, არავინ, არც ხელისუფლების მხრიდან და არც ოპოზიციის მხრიდან არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, ან არ უნდა წააქეზოს ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ყველა პარტიის და მოქალაქის უფლებაა შეკრება, თუ ეს იქნება მშვიდობიანი და არა აგრესიული. თუმცა, კონტექსტს მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ყველა პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით სახელისუფლო პოლიტიკური ძალა, იმოქმედებს მაღალი მოქალაქეობრივი გრძნობით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები