სასამართლომ ოზურგეთის მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე სამართალდამრღვევად ცნო
სასამართლომ ოზურგეთის მოქმედი მერი და ოპოზიციის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებში კონსტანტინე შარაშენიძე სამართალდამრღვევად ცნო.
რამდენიმე დღის წინ შარაშენიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მერიის თანამშრომლების ერთი ნაწილი უკანონოდ შეკრიბა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ქმედებით, კანდიდატმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 93-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ნორმები დაარღვია.