ცესკო-ს თავმჯდომარე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზეწოლის ყველა ფაქტი იყოს გამოვლენილი და მოხდეს ადეკვატური რეაგირება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა.

მისი თქმით, ცესკო-სთვის მნიშვნელოვანია, ზეწოლის ყველა ფაქტი იყოს გამოვლენილი და მოხდეს ადეკვატური რეაგირება.

„რაც შეეხება ფაქტებთან მიმართებით გარკვეულ აპელირებას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. მინდა, ცალსახად დაგიდასტუროთ ეს და საზოგადოებამაც ნახა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ის ზეწოლის ფაქტები, რომელიც გამოხატული იყო, მაგალითად, გუშინდელ შემთხვევასთან მიმართებით აბსოლუტურად არაუფლებამოსილი პირის მიერ. ის გახლდათ კანდიდატი, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე და გარკვეულ ზეწოლას ახორციელებდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე. ყველა ჩართულ მხარეს ვთხოვთ, რომ დააკვირდნენ განსაკუთრებით ამ პროცესს, რადგან ზეწოლის ასეთი შემთხვევებით, ერთი მხრივ, ვაზიანებთ საარჩევნო გარემოს, რაც მნიშვნელოვანია ამ არჩევნებისთვის. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ფაქტი იყოს გამოვლენილი და მოხდეს ადეკვატური რეაგირება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები