ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, მეორედ არ ავარევინებთ და დავანგრევინებთ, მშვიდად ჩავატარებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას

”ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა და მეორედ ამის საშუალება აღარ მიეცემა.

„სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა. ჩვენ მეორედ არ ავარევინებთ და დავანგრევინებთ ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები