პეტრე ცისკარიშვილი – სააკაშვილზე: მიშას ამ რეჟიმის ციხეების და საპყრობილეების არ ეშინია
“რისთვის იჭერენ? პიჯაკების საქმეებისთვის თუ საპონი რომ იყიდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის? ასეთი აბსურდული საქმეები რომ არის მიშას წინააღმდეგ შეთითხნილი, ყველასთვის გასაგებია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს საპყრობილეების არ ეშინია.
“რისთვის იჭერენ? პიჯაკების საქმეებისთვის თუ საპონი რომ იყიდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის? ასეთი აბსურდული საქმეები რომ არის მიშას წინააღმდეგ შეთითხნილი, ყველასთვის გასაგებია. 2 ოქტომბრის შემდეგ “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური დაჭერების თავი და უნარი არ ექნება, თუმცა, არსებობს რისკი, რომ აგონიაში მყოფი გამწარებული რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას. მიშას ამ რეჟიმის ციხეებისა და საპყრობილეების არ ეშინია”, – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. სააკაშვილმა ნაყიდი ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.