ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილზე: დღეს სახელმწიფო არის ძლიერი – მიხოს და მის ბანდას არ ეგონოთ, რომ 2003 წელია

“ეს კაცი უკვე 8 წელია, იმუქრება, რომ ჩამოვა, მაგრამ ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარაა”, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაციაა.

„მან კარგად იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი მიზანი და სურვილი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისა და მისი მკვლელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოთ, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. სააკაშვილმა ნაყიდი ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები