ირაკლი ღარიბაშვილი: გახარია ძალიან გაბრიყვებულია – სააკაშვილის მარიონეტია

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის და ახლა უკვე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა.

ღარიბაშვილმა თავის წინამორბედს “მიხეილ სააკაშვილის მარიონეტი” უწოდა.

“გახარია ძალიან გაბრიყვებულია და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი, ამას მოხერხება უნდა, კაცი იყო პრემიერი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი. გახარია სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები