მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე – ასეთი სერიოზული კვლევები დიდი ხანია არ გვინახავს – შარშან „ევროპულ საქართველოს“ დაუწერეს 9% და 3% აიღო, ალბათ, გახარიაა წელს მათი ფავორიტი და ისიც 3%-ს მიიღებს
გახარიასაც 9% დაუწერეს, ალბათ გახარიაა წელს მათი ფავორიტი – არ მგონია სერიზული იყოს ის კვლევა, რომელიც შარშან 36%-ს გვიწერდა და შეცდა სულ რაღაც 12-13%-ში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც Edison Research-ის კვლევაზე ისაუბრა.
„ასეთი სერიოზული კვლევები დიდი ხანია არ გვინახავს. მაგალითად, შარშან „ევროპულ საქართველოს“ დაუწერეს 9% და 3% აიღო. თუ შეცდები, 600%-ით უნდა შეცდე, უფრო ნაკლებად არა. ახლა გახარიასაც 9% დაუწერეს, ალბათ გახარიაა წელს მათი ფავორიტი და ალბათ, ისიც 3%-ს მიიღებს.
2020 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, ზუსტად იგივე აქტივობას, იგივე რაოდენობის ამომრჩევლები მოვიდნენ საარჩევნო უბნებთან წელსაც, ამ შემთხვევაში, „გირჩს“ 43 ათასი ხმა აქვს თბილისში, მაგრამ 40 000-მდე საქართველოში. Edison Research-ის კველვის თანახმად, 3 000 ხმას ამოუკლებენ. არ მგონია სერიოზული იყოს ის კველვა, რომელიც შარშან 36%-ს გვიწერდა და შეცდა სულ რაღაც 12-13%-ში“,-აღნიშნავს მდინარაძე.
ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს გამოკითხულთა 36% „ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27%, “საქართველოსთვის“ – 11%. ამასთან, Edison Research-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა: კახა კალაძე – 43%;ნიკა მელია – 30%;გიორგი გახარია – 12%; ანა დოლიძე – 6%.
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.