გახარიამ კობახიძეს კოკაინდამოკიდებულებაზე ბრალდების გამო უჩივლა
“ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ასე შემდეგ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი სრულყოფილი, ობიქტური და გამჭირვალე გამოძიებით”, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებები გიორგი გახარიასა და პარტია “საქართველოს” მიმართ უსაფუძვლოა.
„ჩვენ დღეს მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ ჩაატაროს ობიექტური, გამჭირვალე, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. გამოიძიოს ის უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებები, რასაც ვისმენთ ორგანიზაცია „ოცნების“ ხელმძღვანლის, ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ასე შემდეგ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი სრულყოფილი, ობიქტური და გამჭირვალე გამოძიებით. როდესაც დადგინდება, რომ ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით, რადგან რასაც ეს ადამიანები გვაბრალებენ, დანაშაულია, ამას სჭირდება გამოძიება და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ის პირი, ვინც უბრალოდ ცრუ დასმენას ახორციელებს ჩვენი პარტიის ლიდერის მიმართ“, – განაცხადა დაუშვილმა.