გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის ემზადება, მაგრამ საზოგადოებისგან მკაცრ პასუხს მიიღებენ

„ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსი იმდენად მაღალია, რამდენადაც ოპოზიცია დაკავებული არ არის წინასაარჩევნო კამპანიით, დაკავებულია მხოლოდ იმით, როგორმე რაღაც სენსაცია მოძებნოს, პროვოკაციები მოაწყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის ემზადება.

„საზოგადოების მხრიდან მივიღეთ გამოწვევებიც, შენიშვნები, პრეტენზიები. ვიცით, რა შეიძლება, იყოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გასაკეთებელი. ეს არის დემოკრატიის ის ნაწილი, როცა პარტია მოსახლეობას ეკითხება, შემდეგი ოთხი წელი რითი უნდა იყოს დაკავებული. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსი იმდენად მაღალია, რამდენადაც ოპოზიცია დაკავებული არ არის წინასაარჩევნო კამპანიით, დაკავებულია მხოლოდ იმით, როგორმე რაღაც სენსაცია მოძებნოს, პროვოკაციები მოაწყოს. ისინი ემზადებიან არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის, მაგრამ საზოგადოებისგან იმ მკაცრ პასუხს მიიღებენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს, რადგან ქვეყანას სტაბილური ვითარება სჭირდება. ოპოზიცია დაკავებულია იმით, როგორმე ისეთი გარემო შექმნან, რომ თითქოს, გაყალბება მოხდება, ზეწოლა ხდება და ა.შ. რას აკეთებს ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებულია, რომ არჩევნების შემდეგ აღარ იყოს სიურპრიზები”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები