ირაკლი ღარიბაშვილი: დმანისთან დაკავშირებით პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, ეს ყველაფერი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის პროვოცირებულ ქმედებებს

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და დაკავებულია ერთი პირი.

მისივე თქმით, დმანისის ინციდენტი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს უკავშირდება.

„დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი. პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებულია პიროვნება, რომელიც, სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დმანისში, სოფელ განთიადში რამდენიმე დღის წინ წინასაარჩევნო შეხვედრას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები