ლევან ნიკოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი შევიდა უკვე ისტორიაში, აი, გახარია კი როგორ და რა სახელით შევა, ეს უკვე ძალიან მალე გამოჩნდება

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა ვერ გაამართლა.

“ადამიანს მრავალი ღირსება გააჩნია, თუმცა ასევე გამოირჩევა თავისი უღირსი საქციელითაც. ამ უღირსობის ერთ-ერთი უმაღლესი თუ უმდაბლესი გამოვლინება მაინც ალბათ უმადურობა და უსინდისობაა. სხვა რა უნდა უწოდო გახარიას ნათქვამს ბიძინა ივანიშვილზე? ივანიშვილმა ნდობა ვერ გაამართლაო? გაგიგიათ ? ვინ იქნებოდა გახარია, რომ არა ივანიშვილი? საინტერესოა თვითონ გიორგი გახარიამ ვის ნდობა გაამართლა?! ვინ ვის ენდო? და ვინ ვის უღალატა? და რისთვის, ვისთვის? და მანამდე ვინ იყო და სად იყო საერთოდ?! ისე, ცნობისათვის ბიძინა ივანიშვილი შევიდა უკვე ისტორიაში, რომელმაც თუ მის უამრავ ქველმოქმედებას გვერდზე გადავდებთ(ისე თუ უსინდისო და უმადური არ ხარ, როგორი გადასადებია!), არის ადამიანი, რომელმაც პირველად ჩვენ ისტორიაში შესაძლებელი გახადა არჩევნებით და მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა-ასევე არ დაგვავიწყდეს ის ჭირიც მოგვაშორა რაც ქვეყანას უფსკრულში მიაქანებდა! აი, გახარია კი როგორ და რა სახელით შევა ისტორიაში ეს უკვე ძალიან მალე გამოჩნდება. ერთი კი უკვე მიიმატა თავის უამრავ რეგალიებს დიდი უმადური!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები