ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ბიძინა ივანიშვილმა რიგითი გახარია იმ სიმაღლეებამდე აიყვანა, რომელსაც ალბათ, ვერც ერთ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, გუშინ გავიგეთ, რომ ივანიშვილმა ნდობა არ გაუმართლა მას
“როდესაც ბიძინა ივანიშვილმა რიგითი გიორგი გახარია იმ სიმაღლეებამდე აიყვანა, რომელსაც ალბათ ვერც ერთ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა და მისი იერარქიული აღზევება წლები გრძელდებოდა, გუშინ გავიგეთ, რომ ივანიშვილმა თურმე ნდობა არ გაუმართლა მას”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„როდესაც ვთქვი რომ პოლიტიკური კულტურა ჩვენთან „პლინტუსის“ ქვემოთ ჩამოვიდა, ეს გუშინ დადასტურდა კიდევ ერთხელ. პოლიტიკოსები ისე ქვასავით ისვრიან აქეთ-იქით სიტყვა „ნდობას“, რომ როგორც ჩანს, მართლა არ იციან ამ ცნების ფასი ბოლომდე. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა რიგითი გიორგი გახარია იმ სიმაღლეებამდე აიყვანა, რომელსაც ალბათ ვერც ერთ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა და მისი იერარქიული აღზევება წლები გრძელდებოდა, გუშინ გავიგეთ, რომ ივანიშვილმა თურმე ნდობა არ გაუმართლა მას. მართლა საინტერესოა, როდის განუვითარდა გახარიას ივანიშვილის მიმართ უნდობლობა, თუ ვინმეს არ ენდობი, მაშინ მისგან არც პოლიტიკური და თანამდებობრივი საჩუქრები არ უნდა მიიღო“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
საქართველოს ყოფილი პრემიერი და “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.