ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიას განცხადებაზე: ეს კაცი ყველანაირ ფსკერზეა დაშვებული, როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ
“როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა, ეს არ ვიცი რა კომენტარს იმსახურებს”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას.
კობახიძის თქმით, გახარია მორალურ ფსკერზე დაეშვა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია „ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ “ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა”, არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების.