“ფაიზერის” დოზებს ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, მათი ათვისების გარანტია ჩვენ გვაქვს, არცერთი ვაქცინა არაა გაფუჭებული” – ტიკარაძე

“ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით, 200 ათას დოზას, ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. რეალურად, მათი ათვისების გარანტია ჩვენ გვაქვს“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, არცერთი ვაქცინა არაა გაფუჭებული.

“ამ ვაქცინის ვარგისიანობა 6 თვიდან,  თვემდეა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ვაქცინების გაფუჭების რისკი არც არსებობდა და, დღეის მდგომარეობით, უკვე სრულიად არის მოხსნილი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები