თიანეთში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის თიანეთში მწყემსად მუშაობდა და ახმეტის რაიონის ქვემო ალვანის მკვიდრი იყო.
70 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები საკუთარმა თანასოფლელმა მიაყენა. ისინი თიანეთის მთებში მწყემსად ერთად მუშაობდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.