„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ამბროლაურში შეხვედრით „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები დასავლეთ საქართველოში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებთან დასრულდა.

სამი დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმსა და ამბროლაურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები