ბექა დავითულიანი: გაერო-ში პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადეს ავღანეთის ჰუმანიტარული მისიისა და ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს დადებითი როლისთვის
“გაერო-ში პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადეს ავღანეთის ჰუმანიტარული მისიისა და ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს დადებითი როლისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„გაერო-ში შეხვედრისას ხაზი გაესვა და პრემიერმინისტრმაც ისაუბრა ავღანეთის ჰუმანიტარულ მისიაზე, რისთვისაც მხარეებმა მას მადლობა გადაუხადეს. ასევე, განიხილეს ყარაბაღში კონფლიქტისას საქართველოს დადებით როლი და ძალიან პოზიტიურად შეაფასეს“, – აღნიშნა დავითულიანმა.
ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
საქართველოს პრემიერმინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.