ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ, ცხოვრებაში პირველად, სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და დებატებს გაექცა
“ნიკა მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო – მას სათქმელი არაფერი აქვს”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას, რა შეიძლება, იყოს მიზეზი, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები დატოვა.
მისივე შეფასებით, მელიამ საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასა და დებატებს გაექცა.
„მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო – მას სათქმელი არაფერი აქვს. მას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის „ხულიგანი“ და ასეთი ადამიანების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში დებატებში არ არის. შესაბამისად, მან ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაექცა დებატებს“, – განაცხადა კობახიძემ.